ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს 40 ათასმა ადამიანმა სახლი დაკარგა

10 ნოემბერი, 2021 • 1748
ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს 40 ათასმა ადამიანმა სახლი დაკარგა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2020 წელს ყარაბაღის 44- დღიანი ომის შედეგად, 40 ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი დაკარგა.

დევნილების ნაწილი ამჟამად სომხეთში, საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობს, ნაწილი – ქირით. სომხეთის ხელისუფლება დევნილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას ჰპირდება.

44- დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. ასევე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები გაცვლიდნენ სამხედრო ტყვეებსა და გარდაცვლილთა სხეულებს.  თუმცა ჯერჯერობით არ დასრულებულა სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი