ახალი ამბები

“სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს” – ომბუდსმენის წარმომადგენელი სააკაშვილს შეხვდა

8 ნოემბერი, 2021 • 1916
“სასწრაფოს მანქანით გადაიყვანეს” – ომბუდსმენის წარმომადგენელი სააკაშვილს შეხვდა

სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ ღოღაძე, რომელმაც გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ეტაპირება სასწრაფო მანქანის მეშვეობით განხორციელდა და არა ვერტმფრენით.

ღოღაძის თქმით, ექსპრეიზდენტი აპროტესტებს გლდანის ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას და მრავალპროფილურ კლინიკაში ითხოვს მოთავსებას. ამასთან, სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე და შიმშილობას აგრძელებს.

მისივე თქმით, სააკაშვილი კლინიკაში იზოლირებულ პალატაში იმყოფება, თუმცა გარედან პატიმრების ყვრილის ხმა ისმის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი