ახალი ამბები

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა შიმშილობა დაიწყო

6 ნოემბერი, 2021 • 2000
“მთავარი არხის” ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა შიმშილობა დაიწყო

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო.

“ყველა ხელისუფლების შეცდომებიც გვახსოვს და გამოუწსორებელი ქმედებებიც… არავის არაფერი უპატიებია და არც არასდროს ეპატიებათ, თავგასულობა და უსამართლობა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, დანდობა არ ექნება არასდროს! აქ ვინმე კონკრეტული სახელებისთვის და გვარებისთვის კი არ იბრძვის, ან საკუთარი ძალაუფლებისთვის და სიძლიერისთვის კი არ დგამს ნაბიჯს, ქვეყნის გადარჩენისთვისაა ახლა ბრძოლა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის! ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ არის ამ საფრთხის წინაშე, რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, თუ კარგად გავიაზრებთ ეს ასეა. ერთი მარცვალი ქმნის სიცოცხლის მთელ მდელოს, ჰოდა, ეს ერთი მარცავლი ვიქნები მეც… მე როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ამ წუთას, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის კი არ ვიბრძვი, მე ვცდილობ საკუთარი თავის გადარჩენას ამ ქვეყანაში და ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას”, — წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

გიგლა თუმანიშვილის თქმით, მისი ერთადერთი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მისცენ ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ასევე, შიმშილობენ “დროას” წევრები: ელენე ხოშტარია და ელისო ჯანაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი