ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში მიტინგები მიმდინარეობს

4 ნოემბერი, 2021 •
სოხუმში მიტინგები მიმდინარეობს

მარიანა კოტოვა, სოხუმი


დღეს, 4 ნოემბერს, სოხუმში პარალელურად მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციები.

აფხაზეთის დრამატული თეატრის მოედანთან ოპოზიციონერები შეიკრიბნენ. იქ ძირითადად არიან ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანები და სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლები, რომლებიც 30 სექტემბერს მილიციასთან დაპირისპირებაში დაზარალდნენ, და მათი თანასოფლელები.

მიტინგზე ძირითადად საუბრობენ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ასლან ბჟანია სიტუაციას ვერ გაუმკლავდა და ვერ დასაჯა მაშინდელ ინციდენტში დამნაშავეები. ბჟანიამ არ დაითხოვა თანამდებობიდან შს მინისტრი დიმიტრი დბარი, პირიქით – თანამდებობაზე დააბრუნა.

ოპოზიციის პროტესტს იწვევს ის ფაქტიც, რომ სოხუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა არ დააპატიმრებინა სპეციალური დანაყოფის ხელმძღვანელი რაშა ცვიჟბა და მისი მოადგილე დადინ ჩაჩხალია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ვეტერანებთან ჩხუბში და რომელთა მოქმედებებში პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები დაინახა.

მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე ვალერი მაანი ამბობს, რომ აფხაზეთს საერთოდ არ ჰყავს პრეზიდენტი, რადგან მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ.

“პრეზიდენტი მართლაც მთავარსარდალი რომ ყოფილიყო, მსგავსი ექსცესები არ გვექნებოდა. ჩვენი სახელმწიფოს თავმოკვეთილია”.

“ბჟანიას ჯერ არცერთი დაპირება არ შესრულებულა და ბოლომდე ასე იქნება”, – აცხადებს მიტინგეზე გაერთანებული ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.  

ოპოზიციის მიტინგიდან დაახლოებით 100 მეტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხელისუფლების მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. აქ მოხვედრა მოქალაქეებისთვის არ არის მარტივი. შესასვლელი ლითონის ღობეებით არის შემოსაზღვრული, რომელმაც შესაძლო შტურმს ხელი უნდა შეუშალოს. აქ გამოსვლები არც ისეთი მჭექარე და ხმამაღალია, თუმცა რაოდენობიად იაქცია ისეთივე მრავალრიცხოვანია, როგორც ოპოზიციის.

ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ მოქმედებებზე და მოთხოვნებზე საუბარი არ არის. ადგურ არძინბა ირწმუნება, რომ ასლან ბჟანიას მმართველობა პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს და ჩააგდებს პარლამენტის არჩევნებს, რომელიც 2022 წლის მარტში უნდა გაიმართოს.

აქციები სოხუმში, 2021, ფოტო: მარიანა კოტოვა

აქციები სოხუმში, 2021, ფოტო: მარიანა კოტოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი