ახალი ამბები

არველაძე შესაძლოა ჰალ სიტის მწვრთნელი გახდეს – თურქული მედია

3 ნოემბერი, 2021 • 1419
არველაძე შესაძლოა ჰალ სიტის მწვრთნელი გახდეს – თურქული მედია

თურქული სპორტული გამოცემა „Fanatik-ის“ ცნობით, შოთა არველაძე შესაძლოა ინგლისური საფეხბურთო კლუბის, ჰალ სიტის მწვრთნელი გახდეს.

გამოცემის თანახმად, კლუბის შეძენა თურქ ბიზნესმენს, აქუნ ილიჩალის სურს, რომელიც შოთა არველაძის მეგობარია.

შოთა არველაძე 2017-2020 წლებში უზბეკურ ფახთაქორს წვრთნიდა. მანამდე არველაძე თელ-ავივის მაკაბთან და თურქულ კლუბებთან, მათ შორის, ტრაბზონსპორთან, ქასიმფაშასთან და კაისერისპორთან მუშაობდა.

ჰალ სიტი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპში (რანგით მეორე დივიზონი) ასპარეზობს და ამჟამად 24 კლუბს შორის 22-ე ადგილზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი