ახალი ამბებირეკლამა

ვითიბისა და საფეხბურთო კლუბ დინამოს შორის ფაქტორინგული ოპერაცია განხორციელდა

3 ნოემბერი, 2021 • 1007
ვითიბისა და  საფეხბურთო კლუბ დინამოს შორის ფაქტორინგული ოპერაცია განხორციელდა

ვითიბი ბანკი, როგორც ქართული სპორტისა და ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას.

ბანკის მეშვეობით, კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა ვითიბისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისს შორის – განხორციელდა საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაცია, რომლის ანალოგი, ვითიბი ბანკის და ქართული სპორტის ერთობლივი ოპერაციების ჭრილში, ჯერ არ ყოფილა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ გარიგებაში მონაწილეობა მიიღო ვითიბი ფაქტორინგმა.

„მოხარულნი ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, ვითიბი ჯგუფის წევრობა, ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ფაქტორინგული ოპერაციები წარმატებით განახორციელოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის და, ასევე, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის – განაცხადა კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.


ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი