ახალი ამბები

შსს-მ თბილისში ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

2 ნოემბერი, 2021 • 1968
შსს-მ თბილისში ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც ბრალად ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა ედება.  საუბარია 1 ნოემბერს ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.ც-მ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – წერს უწყება.

მათივე თქმით, პოლიციამ ნივმტკიცებად დანა ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი