პრეზიდენტმა 2010 წლის არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი დაასახელა.
ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის თბილისი მერის არჩევნების თარიღად 30 მაისი დაასახელა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, რომელმაც განცხადება პრეზიდენტის სახელით გააკეთა .
მისივე განცხადებით “პრეზიდენტმა მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, დროულად იქნას მიღებული კანონი და პირდაპირ ჩაიწეროს ადგილობრივი არჩევნების თარიღად 30 მაისი”.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სააკაშვილი მიესალმება ოპოზიციური პარტიების ჩართვას ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში.