ახალი ამბები

კალაძე 55.6% – მელია 44.4% | წინასწარი შედეგები თბილისში

31 ოქტომბერი, 2021 • 19767
კალაძე 55.6% – მელია 44.4% | წინასწარი შედეგები თბილისში

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა.

“ცესკოს” თანახმად, ამ დროისთვის დათვლილია 766 უბანი(99.61%). შედეგები ასე ნაწილდება:

  • ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 44.4%(205 590 ხმა)
  • კახა კალაძე, „ქართული ოცნება“ — 55.6%(257 546 ხმა)

თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში კალაძეს 45.006% ჰქონდა, ნიკა მელიას კი — 34.001%.

წინასწარი მონაცემებით, ყველა ქალაქში, გარდა წალენჯიხისა, მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. ოპოზიცია ამ შედეგებს არ აღიარებს, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და დასძენს, რომ თავის შედეგებს დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი