ახალი ამბებიეკონომიკა

იანვარ-სექტემბერში მშენებლობის ნებართვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

29 ოქტომბერი, 2021 • 3172
იანვარ-სექტემბერში მშენებლობის ნებართვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია მშენებლობის 7425 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5 პროცენტით მეტია.

მშენებლობის ნებართვები გაიცა 5371,9 ათას კვ.მ ფართობზე, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს 36,9 პროცენტით აღემატება.

საქსტატის თანახმად, ნებართვების 73,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი