ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 2 პირი დააკავეს

28 ოქტომბერი, 2021 • 1631
სუსის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 2 პირი დააკავეს

საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით დაუყონებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი