ახალი ამბები

უკრაინაში ბოლო 24 საათში თითქმის 292 ათასი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე

28 ოქტომბერი, 2021 • 1040
უკრაინაში ბოლო 24 საათში თითქმის 292 ათასი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ვაქცინით თითქმის 292 ათასი ადამიანი აიცრა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეს ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

უწყების თქმითვე, ამავე პერიოდში კორონავირუსის 26 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა შორის 1 830 ბავშვია, ხოლო 477- სამედიცინო მუშაკი.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში სულ ჩატარდა 16 793 558 აცრა, რომელთაგან 7 217 383  ორი დოზითაა აცრილი. უკრაინაში თითქმის 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ქვეყანაში ამ ეტაპისთვის ოთხი მწარმოებლის მიერ შექმნილი ვაქცინითაა აცრა შესაძლებელი, ესენია : „მოდერნა“; „ფაიზერი“; „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი