ახალი ამბები

პრაიმერი

4 თებერვალი, 2010 • 10572
პრაიმერი

“კონსერვატიული პარტიის” ოფისში დღეს პრაიმერის კომისიის პირველ სხდომა გაიმართა. პრაიმერის კომისია ცხრა წევრისგან შედგება, აქედან ექვსი პარტიული, სამი კი დამოუკიდებელი წევრია. პრაიმერის კომისიის თავმჯდომარე ბიძინა სავანელი იქნება.

პრაიმერის საარჩევნო კომისიის წევრებად გიორგი ახალკაცი (,,კონსერვატიული პარტია”), იმედა ხუციშვილი, (,,მამულიშვილები”), ზურაბ ლომსაძე (,, მომავლის პარტია”), ლადო გოშაძე (,,მოძრაობა სამართლიანი საქართველო”), კანდიტ სულუხია (,,ქრისტიანული პარტია”) და კახა ფირუაშვილი (,,ხალხის პარტია”) დასახელდნენ

 

,,არჩევნების დროს შემოსული საჩივრებისა და დავების განხილვა პრაიმერის კომისიის დამოუკიდებელი ფუნქცია იქნება. ”- განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სავანელმა აღნიშნა, პრაიმერი ანუ ცივილიზებული არჩევნები, ეს არის დემოკრატიული ფორმა, რომელიც ამერიკამ მსიფლიოს მიაწოდა.

,,ჩემი ფუნქცია საკმაოდ რთული და მძიმეა. ჩვენი საქმიანობითა და მოუკერძოებლობით უნდა დავუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას დამოუკიდებელი არჩევნების ისეთი ატმოსფერო, რომელიც ცივილიზებულ ჩარჩოებს არ გასცდება,” – განაცხადა სავანელმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი