ახალი ამბები

კოვიდის დელტა შტამის ქვეშტამი რუსეთშიც დაფიქსირდა

21 ოქტომბერი, 2021 • 1504
კოვიდის დელტა შტამის ქვეშტამი რუსეთშიც დაფიქსირდა

„როიტერსის“ ცნობით, რუსეთის მთავრობა იუწყება, რომ ქვეყანაში დაფიქსირდა Covid-19-ის დელტა შტამის ახალი ქვეშტამის „ცალკეული შემთხვევები“.

გამოცემის ცნობითვე, ახალი ქვეშტამი, რომელსაც უწოდეს AY.4.2 (ასევე, დელტა+), კიდევ უფრო გადამდებია.

იგივე შტამი ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც, რაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა დაადასტურა.

„როიტერსი“ ციტირებს რუსეთის მთავრობის სააგენტოს ერთ-ერთ მკვლევარს, კამილ ხაფიზოვს, რომლის თანახმადაც AY.4.2 ვარიანტი 10%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე დელტა-ვარიანტი.

მისი თქმითვე, შესაძლოა, რომ დელტა შტამი ქვეყანაში AY.4.2-მა ჩაანაცვლოს, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება.

ხაფიზოვის განცხადებითვე, ვაქცინაცია ახალი შტამის წინააღმდეგ „საკმარისად ეფექტურია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი