ახალი ამბები

უფასო როუმინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის — ევროკომისიის რჩევა

21 ოქტომბერი, 2021 • 1053
უფასო როუმინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის — ევროკომისიის რჩევა

ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი) ერთმანეთში უფასო როუმინგის შემოღებას ურჩევს.

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს მომავალში ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უფასო როუმინგს.

“ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინიციატივა ბოლო წლებში იყო უფასო როუმინგი მოქალაქეებისთვის. დაახლოებით ორ თვეში გაიმართება აღმოსავლეთ პარნტიორობის მორიგი სამიტი დ,ა დარწმუნებული ვარ, ეს თემა განიხლება ისევ.

გვჯერა, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, შეთანხმდენ უფასო როუმინგზე ერთმანეთს შორის. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, ეს პროექტი წინ წაწიოს. ეს დააჩქარებს უფასო როუმინგის პერსპექტივას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის”, — განაცხადა მერედიტმა კონფერენციაზე “შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე”.

პანელურ დისკუსიაზე, დირექტორმა ლორენს მერედიტმა და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, აგრეთვე ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მეწარმეებთან ერთად, ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე შავი ზღვის მომავალთან დაკავშირებით. დისკუსია წარიმართა საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის გარშემო.

მასალების გადაბეჭდვის წესი