ახალი ამბები

“ხალხის პარტიის” ინიციატივას ლეიბორისტები შეუერთდნენ

4 თებერვალი, 2010 • 11217
“ხალხის პარტიის” ინიციატივას ლეიბორისტები შეუერთდნენ

ხალხის პარტიამ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ” დღეს შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, ლეიბორისტები დავითაშვილის პარტიის მიერ ინიცირებულ 4 კანონპროექტს პარლამენტში დღეს შეიტანენ.

მათ შორის საპენსიო ასაკის დაწევა 5 წლით, პენსიების გაცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, საარჩევნო პარიტეტი კომისიებში და საარჩევნო ბარიერი 50%.

“ეს კანონპროექტები სახალხო ინიციატივაა და პარლამენტმა კეთილი უნდა ინებოს და იგი დაამტკიცოს. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ფორმალური პარლამენტარობა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ისინი დამტკიცდეს,” _ განაცხადა ნათელაშვილმა.

“ხალხის პარტიის “ლიდერმა კობა დავითაშვილმა ლეიბორისტებს მადლობა გადაუხადა. “მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს თანამშრომლობისთვის. რომ არა მათი თანადგომა, ჩვენ კანონპროექტების წარდგენა გაგვიჭირდებოდა, რადგან კანონპროექტებზე ხელმოწერების დამტკიცების თანხა ხელოვნურად გაიზარდა და ამ საკითხზე არსებული ხელმოწერების წარსადგენად, ჩვენ 30 000 ლარი დაგვჭირდებოდა,”_ განაცხადა დავითაშვილმა.

30 000 ხელმოწერასთან ერთად კანონპროეტქს “ლეიბორისტული პარტია” დღეს შეიტანენ პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი