ახალი ამბები

სასაცილოა მელიას კაბინეტის წარდგენა… ეს უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, სადაც „ოცნებაა“ — კალაძე

21 ოქტომბერი, 2021 •
სასაცილოა მელიას კაბინეტის წარდგენა… ეს უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, სადაც „ოცნებაა“ — კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას მიერ დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელება სასაცილოა იმ ფონზე, როცა საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს.

მისი თქმით, ოპოზიციის კოალიცია დაშლილი და შეერთებული „ნაციონალური მოძრაობაა“.

„სასაცილო იყო, რომ ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არის “ქართული ოცნება” წარმოდგენილი. მე როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ. გუშინდელი კოალიცია არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობა“, დაშლილი და შეერთებული“, — განაცხადა კალაძემ.

გუშინ, 20 ოქტომბერს, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან  მამუკა ხაზარაძე; ზურაბ ჯაფარიძე; ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე.

მელიამ ასევე დაასახელა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის და თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები, რომელთაც გამარჯების შემთხვევაში დანიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი