ახალი ამბები

ევროპარლამენტმა ნავალნის სახაროვის პრემია მიანიჭა

20 ოქტომბერი, 2021 • 1647
ევროპარლამენტმა ნავალნის სახაროვის პრემია მიანიჭა

ევროპარლამენტმა რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ „ტვიტერში“ დაწერა.

„იგი დაუღალავად ებრძვის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კორუფციას. ეს მას თავისუფლების და ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დღევანდელი პრემია მოწმობს მის უდიდეს სიმამაცაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ [რუსეთის ხელისუფლებას] მისი გათავისუფლებისკენ“, — ნათქვამია განცხადებაში.


აკადემიკოს ანდრეი სახაროვის პრემია ევროკავშირის მიერ დაწესებული ჯილდოა. მას 1988 წლიდან ფულად ჯილდოსთან ერთად გასცემენ.

ნავალნის გარდა, პრემიის ლაურეატები არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი