დღეს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ “ბათუმელების” დირექტორის – მზია ამაღლობელისა და მთავარი რედაქტორის – ეთერ თურაძის სარჩელი, რომლითაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ და კომპანიის დირექტორმა მზია ამაღლობელმა საქართველო-თურქეთის საზღვარი განბაჟების პროცედურასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩასატარებლად გადალახეს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ისინი საბაჟოს თანამშრომლებმა 1000–1000 ლარით დააჯარიმეს.
“ბათუმელებმა”დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს.
დღეს სასამართლოს არ გამოუცხადებია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.
ჟურნალისტების ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი.