ახალი ამბებიეკონომიკა

თხილისა და კაკლის ექსპორტი იანვარ-სექტემბერში 39.8 %-ით გაიზარდა – საქსტატი

19 ოქტომბერი, 2021 • 4667
თხილისა და კაკლის ექსპორტი იანვარ-სექტემბერში 39.8 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის საანგარიშო პერიოდში თხილისა და კაკლის ექსპორტი 39.8 პროცენტით გაიზარდა.

ქვეყანამ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 48.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი და კაკალი გაიტანა ექსპორტზე, 2021 წლის იმავე პერიოდში კი – 68.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნედლეული, რაც 19.5 მლნ აშშ დოლარით მეტია.

2020 წელს თხილისა და კაკლის ექსპორტი ადგილობრივ ექსპორტში 2.8 პროცენტი იყო, ხოლო 2021 წელს – 3.2 პროცენტი.

როგორც წესი, მეთხილე ფერმერთა დიდი ნაწილი ნედლეულს გადამამუშავებელ პუნქტებში ზამთრის პერიოდში, დეკემბერსა და იანვარში აბარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი