ახალი ამბები

ხვალ სააკაშვილთან მდგომარეობის შესაფასებლად კონსილიუმი მოვა – ექიმი

18 ოქტომბერი, 2021 • 990
ხვალ სააკაშვილთან მდგომარეობის შესაფასებლად კონსილიუმი მოვა – ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ხვალ, 19 ოქტომბეს, ექსპრეზიდენტის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმთა კონსილიუმი მოვა.

ყიფშიძემ სააკაშვილი ციხეში დღესაც მოინახულა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა – „კარგ ხასიათზე იყო, მომართული“.

„ვილაპარაკეთ სხვა საკითხებზეც. ხვალ კონსილიუმი მოვა, დროს ვერ გეტყვით, რადგან ჯერ არ ვიცით, დაახლოებით, დღის პირველ ნახევარში იქნება ეს“, – აცხადებს ის.

ყიფშიძის შეფასებით, დღეს ან ხვალ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საკითხი არ დგას. თუმცა, ხვალინდელი ვიზიტის შემდეგ, კონსილიუმი ასევე განიხილავს – „[საჭიროა] თუ არა ჰოსპიტალიზაცია ან როდის“.

ექიმის ინფორმაციითვე, სააკაშვილის ანალიზების პასუხი უკვე მზადაა და კონსილიუმის წევრები მას სწავლობენ. თავად სააკაშვილი კი, როგორც მანამდე, არ ეთანხმება ჰოსპიტალიზაციას – „მაგრამ ესმის, რომ ძალიან ავად თუ გახდა…“.

ექიმთა კონსილიუმი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაკვირვებისთვის.


მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, 1 ოქტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და გათავისუფლებას მოითხოვს.

მასთან ხშირად ვიზიტით დადის მისი მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, ასევე, ადვოკატები და თანაპარტიელი დეპუტატები.

მორალურად კარგადაა, უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და უფერულობა – ექიმი სააკაშვილზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი