ახალი ამბები

საპროტესტო აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება – ბეჟაშვილი

15 ოქტომბერი, 2021 • 1536
საპროტესტო აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება – ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ 14 ოქტომბრის შემდეგ აქციები სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება.

მისი თქმით, პარტიის სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

თუმცა აღნიშნავს, რომ მათი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება და ამისათვის პერმანენტულ პოლიტიკურ ზეწოლას გააგრძელებენ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით.

“გუშინდელი აქცია იქნება საფუძველი სხვა პერმანენტული აქციებისა, რომელიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. უახლოეს პერიოდში ჩვენ განვაცხადებთ გეგმას. ყველა დიდ რეგიონალურ ქალაქში გაიმართება შესაბამისი საპროტესტო აქციები და მთელი წინა კამპანია მოცული იქნება საარჩევნო პროგრამებით და გეგმის წარდგენებით.

მას ვერ გავექცევით და, ამავდროულად, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

14 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ათიათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა თბილისში. “ნეტგაზეთის” დათვლით აქციაში დაახლოებით 38 500 იყო [სულ მცირე]- 57 600 [მაქსიმუმ] მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი