ახალი ამბები

ბიზნესმენი დავით ზეიკიძე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება

14 ოქტომბერი, 2021 • 2999
ბიზნესმენი დავით ზეიკიძე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება

ბიზნესმენი დავით ზეიკიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას უერთდება.

“უკან დაბრუნება რომ არ მინდა, იმიტომ მოვედი აქ. არ შეიძლება, უსამართლოდ დაჩაგრონ, გინდა მიშა იყოს, გინდა… მით უმეტეს, მიშა. მე შევადარე მიშას 9 წელი და დღევანდელი 9 წელი და აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. ამ მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება, არც წესრიგია და იგივე დანაშაულებები ხდება. ამიტომ ვარ აქ”, — განუცხადა ზეიკიძემ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე.

ბიზნესმენმა, კომპანია “ლიდერფუდის” დამფუძნებელმა 12 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილს და ენმ-ის მხარდამჭერ ლექსს კითხულობს.

2020 წლის საპარლამენტო არჩვენების დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ მუხრანში ბიზნესმენი დავით ზეიკიძე “ქართულ ოცნებისთვის” ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხას არიგებდა, ასევე, დასაქმებულებისგან მოითხოვდა, მმართველი გუნდისთვის მიეცათ ხმა. დავით ზეიკიძემ ბრალდებები უარყო. ამასთან, თქვა, რომ ორივე მხარე — “ნაციონალებიც” და “ოცნებაც”  — მისი “შვილები არიან”.

“მე არ ვმალავ, რომ “ოცნებას” ვუჭერ მხარს. მე ორი კაცის იმედი მაქვს საქართველოში: ბიძინა ივანიშვილის და გახარიას, რომლებსაც შეუძლიათ, ქვეყანა ფეხზე დააყენონ”, — ამბობდა დავით ზეიკიძე 2020 წელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი