ახალი ამბები

მიტროპოლიტ ანანიას თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს მოაწერს

14 ოქტომბერი, 2021 • 1492
მიტროპოლიტ ანანიას თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას  ხელს მოაწერს

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას შეუერთდება. ამის შესახებ მიტროპოლიტმა დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის ეზოში განაცხადა.

სასულიერო პირს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ხელმოწერას, რაზეც მან უპასუხა, რომ “აუცილებლად”.

“ტაძართან ვართ ჩვენ, ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანანიამ.

7 ოქტომბერს შეიქმნა ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი #თავისუფლებამიშას . პეტიციაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მისი განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უკვე შეუერთდნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.

მასალების გადაბეჭდვის წესი