ახალი ამბები

არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ ხულიგნობს — მიტროპოლიტი იოანე სააკაშვილზე

14 ოქტომბერი, 2021 • 1552
არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ ხულიგნობს — მიტროპოლიტი იოანე სააკაშვილზე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არც დანაშაულს აღიარებს, არც ნანობს და კიდევ “ხულიგნობს”. მისი თქმით, ასეთ დროს შერიგება არ ხდება.

მიტროპოლიტის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ აწერენ ხელს სხვა მღვდელმთავრები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას.

„რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა. იცით, რა,  ეს ძალიან სუბიექტური პოზიციაა, რომ ქვეყნის ინტერესია, რომ კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. [სამართლიან სასამართლოზე] კითხვა ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ ეს კითხვა, არა? როცა 100 000-იანი მიტინგები დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ, ხომ? ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, ყრილობები ხდებოდა, მაშინ კითხვები არ გქონდათ, ახლა გაგიჩნდათ კითხვები, არა?

[…] როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება. თვენ მე მაკვირვებთ, ყველაფერს იღებთ, ტეელვიზორს უყურებთ და ისეთ კითხვებს მისვამთ, რომ არაფერი არ იცით? მთვარიდან ჩამოვარდით და მეკითხებით?“ — უთხრა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

7 ოქტომბერს შეიქმნა ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი #თავისუფლებამიშას . პეტიციაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მისი განცხადებით, უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას შეუერთდნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები.

მასალების გადაბეჭდვის წესი