ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთ – აზერბაიჯანის დიალოგში რუსეთის პატრიარქიც ჩაერთო

12 ოქტომბერი, 2021 • 1773
სომხეთ – აზერბაიჯანის დიალოგში რუსეთის პატრიარქიც ჩაერთო

რუსეთის პატრიარქი კირილი სომხეთისა და აზერბაიჯანის სასულიერო ლიდერებს [გარეგინ მეორე და ალლაჰშუქურ ფაშაზადე] მოსკოვში 12-13 ოქტომბერს ხვდება, სადაც სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. ინფორმაციას სომხური და რუსული მედიაგამოცემები ავრცელებენ.

შეხვედრამდე სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე აცხადებდა, რომ იმედი აქვს, სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესში, აზერბაიჯანულ მხარეს ტყვედ ჩავარდნილი სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლების საქმეში ჩაერთვება აზერბაიჯანის სასულიერო ლიდერი.

სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის 2020 წლის 44 -დღიანი ომის დროს აზერბაიჯანული მხარის მიერ დაკავებული სომეხი სამხედროებიდან, ამ დრომდე, დაახლოებით 150 პირი რჩება ტყვეობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი