ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხურვალეთთან, ავტობანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალები ხნულებს ანახლებენ

12 ოქტომბერი, 2021 • 1274
ხურვალეთთან, ავტობანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალები ხნულებს ანახლებენ

სოფელ ხურვალეთთან, ცენტრალური ავტობანის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალები ხნულებს ანახლებენ.

ინფორმაცია ამის შესახებ დავით ქაცარავამ გაავრცელა, რაც შემდეგ ნეტგაზეთს დაუდასტურეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ადგილზე არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს ანახლებდენ და არ ხდება ახალი ხნულების გავლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი