ახალი ამბები

ის საქართველოს მოქალაქე აღარაა, უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ – კრამერი სააკაშვილზე

11 ოქტომბერი, 2021 • 2270
ის საქართველოს მოქალაქე აღარაა, უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ – კრამერი სააკაშვილზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს და უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მიეცეს. ამის შესახებ კრამერმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ქვეყნის იმიჯზე უარყოფიდა აისახება:

“კარგი იმიჯი ნამდვილად არ შეექმნება საქართველოს. ძალიან გულდასაწყვეტია მთლიანად სიტუაცია. თავისებურად, ბატონი სააკაშვილის მხრიდან პროვოკაცია იყო დაბრუნება, მაგრამ კონტრპროვოკაციას ჰქონდა ადგილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი დაკავებისას. მათ უნდა გაათავისუფლონ, უნდა დაბრუნდეს უკრაინაში. იგი ნამდვილად არ უნდა შიმშილობდეს ახლა, ძალიან ცუდია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს…

ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მეჩვენება. ვფიქრობ, რომ კომენტარები სამთავრობო ოფიციალური პირების და “ქართული ოცნების” მხრიდან, ხაზს უსვამს ამ სიტუაციის პოლიტიკურ ხასიათს. ანუ ხანგრძლივი პატიმრობის მუქარით ხაზს უსვამენ ამ სიტუაციის პოლიტიკურ ხასიათს. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი მისი გათავისუფლება იქნება და უფლების მიცემა, დაბრუნდეს უკრაინაში. იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, გახლავთ უკრაინის მოქალაქე და, ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთ სიტუაციაში”, – განმარტა კრამერმა [“ფორმულას თარგმანი”].

მისი თქმით, ამ ვითარებაში უნდა ჩაერიონ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები და სწორედ მათ უნდა დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, რომ სააკაშვილის დაპატიმრება ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი