ახალი ამბები

ეპისკოპოსი მელქისედეკი სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას შეუერთდა

11 ოქტომბერი, 2021 • 2096
ეპისკოპოსი მელქისედეკი სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას შეუერთდა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა.

ეპისკოპოსმა ამის შესახებ “მთავარ არხთან” სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

“მე პეტიციას მოვაწერე ხელი პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით[…] ეს არის ჩემი პოზიცია”, – ამბობს ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე.

7 ოქტომბერს შეიქმნა ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი #თავისუფლებამიშას . პეტიციაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და უნდა მიეცეს საშუალება, ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში. ამ დროისთვის პეტიციას 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი