ახალი ამბები

ჩეხეთის პრეზიდენტი პრემიერთან შეხვედრიდან მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს

11 ოქტომბერი, 2021 • 1449
ჩეხეთის პრეზიდენტი პრემიერთან შეხვედრიდან მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშთან შეხვედრიიდან მალევე, ინტენსიური ზრუნვის პალატაში გადაიყვანეს.

ზემანის ექიმის თანახმად, პრეზიდენტი საავადმყოფოში არსებული დაავადებების გართულებების გამო მოხვდა.

BBC-ის თანახმად, 77 წლის პრეზიდენტი გადასაადგილებლად პერიოდულად იყენებს ეტლს და აქვს დიაბეტი, ასევე მოიხმარს ალკოჰოლსა და თამბაქოს.

კონსტიტუციის თანახმად, ჩეხეთში პრეზიდენტი გადამწყვეტ როლს თამაშობს არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შერჩევის პროცესში.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, როგორც წესი, პრეზიდენტი ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პარტიის ხელმძღვანელს სთხოვს, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები კოალიციის ფორმირებისთვის.

ბაბიშის პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 27.1 პროცენტი მოაგროვა და 0.8 პროცენტით ჩამორჩა უშუალო კონკურენტის, პეტრ ფიალას პარტიას, თუმცა მაინც მოახერხა პარლამენტში 72 ადგილის მოპოვება.

მიუხედავად საპარლამენტო მანდატებისა, მოსალოდნელია, რომ ჩეხეთში სამთავრობო კოალიციას შექმნიან აქამდე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების, პეტრ ფიალასა და ივან ბარტოშის პოლიტიკური ძალები.

ფოტო გარეკანზე: მილოშ ზემანი საავადმყოფოში გადაყვანისას /AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი