მაშველებმა ბათუმში სახლის ნანგრევებიდან კიდევ 3 ცხედარი ამოასვენეს – „ბათუმელებს“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროში ჯერჯერობით არ ამბობენ, გარდაცვლილების ასაკსა და სქესს.
რამდენიმე საათის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
_________________________________
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარიც.