ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებმა 81 წლის გარდაცვლილი ქალი ამოიყვანეს.
სამაშველო ოპერაცია თითქმის 11 საათია გრძელდება.
მანამდე, დაახლოებით 20:00 საათზე, მაშველებმა ქალი – ინგა მეკეიძე ამოიყვანეს, ცოცხალი. ინგა თავის ორ შვილთან ერთად იყო ნანგრევებში მოქცეული. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის კონტაქტური არ იყო. მოგვიანებით ამოიყვანეს მეორე გადარჩენილი – ახალგაზრდა კაცი.
სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან, უკვე თითქმის 11 საათია მიმდინარეობს.
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი.
___
ბათუმის ცენტრში კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 12 საათზე ჩამოინგრა.