ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი მე-2 ადამიანი ამოიყვანეს, ამჯერად, კაცი. ის ცოცხალია.
მანამდე, დაახლოებით 20:00 საათზე, მაშველებმა ქალი – ინგა მეკეიძე ამოიყვანეს. ინგა თავის ორ შვილთან ერთად იყო ნანგრევებში მოქცეული. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის კონტაქტური არ იყო.
___
ბათუმის ცენტრში კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს, ჩამოინგრა.
