ახალი ამბები

აქცია გიგი უგულავას მხარდამჭერი ორგანიზაციის წინააღმდეგ

25 თებერვალი, 2010 | | 1358
აქცია გიგი უგულავას მხარდამჭერი ორგანიზაციის წინააღმდეგ

ახალგაზრდული ოგანიზაციის ,,ჩვენი ხმა გიგი უგულავას” წინააღმდეგ დღეს, თბილისის მერიასთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები  ორგანიზაციის შექმნას ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის  გაძლიერებას უკავშირებენ.  ,,ჩვენი ხმა გიგი უგულავს” ერთ-ერთ წევრს, კონსტანტინე თოლორაიას, კი გიგის ,,პიარშიკად” მოიხსენიებენ.

,,ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები სწორედ მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ოღონდ არაპირდაპირი წესით. ეს არის შავი ფული, რომელიც თბილისის მოსახლეობისაა. არავის აქვს უფლება ადმინისტრაციული რესურსები თავისი პიარ კამპანიის საწარმოებლად გამოიყენოს”_განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გურამ პატარაიამ.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები და პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდები არიან. აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეციალურად თბილისის მერის წინასაარჩევნო კამპანიისათვის თვალის სადევნებლად გაერთიანდნენ.  ასევე განმარტავენ, რომ მათი ოპონენტი ორგანიზაციის წევრებს პირადად არ იცნობენ, მაგრამ მიუთითებენ, რომ გაერთიანების მთავარი მოქმედი წევრი კონსტანტინე თოლორაიაა.

,,ყველაზე გამოკვეთილი მათ შორის კოტიკოა, რადგან ის მაინც საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა. მას გამოიყენებენ იმისათვის, რომ შექმნან ახალგაზრდა ბიჭის სახე, რომლიც მხარს უჭერს გიგი უგულავს”_აღნიშნავს აქციის მონაწილე ზაზა სვანიძე.

ახალგაზრდული მოძრაობა ,,ჩვენი ხმა გიგი უგულავას”  მანამდე იწყებს თბილისის მერის მხარდასაჭერ პიარ კამპანიას, სანამ გიგი უგულავა ოფიციალურად დასახელდება  მერობის კანდიდატად.

ოფიციალურად მოძრაობა საჯარო რეესტრში 19 თებერვალს დარეგისტრირდა.  ორგანიზაციის დამფუძვნებლები კონსტანტინე თოლორაია, გიორგი ცუცქირიძე და ზვიად ფოფხაზე არიან. თუმცა თავჯდომარე არა კონსტანტინე თოლორაია, არამედ ზვიად ფოფხაძეა. მათი განცხადებით ორგანიზაციის შექმნის მიზანი თბილისის მოსახლეობის დარწმუნებაა იმაში, რომ ხმა სწორედ გიგი უგულავას მისცენ.

,,ნეთგაზეთთან” საუბარში კონსტანტინე თოლორია აცხადებს რომ მოძრაობა თვითდაფინანსებაზეა და მასში ჯერჯერობით მისი მეგორები არიან გაწევრიანებულნი. 

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ თბილისში კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. Aამიტომ გვჯერა, რომ გიგი უგულავა სწორედ ის ადამიანია, ვინც ამ საქმეს მიხედავს. ჩვენ ყველა დავეხმარებით მას რითიც შეგვიძლია სიმღერით, ცეკვით, კლიპებით… ჩვენ მისი ფანები ვართ. ყველას ვისაც სურს, რომ გიგი თბილისის მერი იყოს, ჩვენთან ვეპატიჯებით”_აცხადებს კონსტანტინე თოლორაია.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ კონსტანტინე თოლორაიას საკუთარი ბიზნეს ინტერესები აქვს ამ ორგანიზაციაში. Gგაგი მოსიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს:

,,კოტიკოს უნდა საკუთარი ბიზნესის წარმოება მერიის ბიუჯეტის ხარჯზე. Kის თავის მეგობრებთან ერთად გადაიღებს კლიპებს, სარეკლამო რგილებს და ბუნებრივია, თუ გიგი უგულავა გახდება მერი კოტიკოს შეკვეთები გაორმაგდება. ვინაიდან ის სწორედ გიგის მხარდამჭერია”

თბილისის მერიასთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა განმარტეს, რომ საპროტესტო აქციებს ახალი მოძრაობის წინააღმდეგ გააგრძელებენ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი