უკრაინის რადას დეპუტატი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო რუსთავის ციხეში იმყოფებოდა.
პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ლიზა იასკომ განაცხადა, რომ შიმშილობის შედეგად მიხეილ სააკაშვილმა წონაში 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო და ეს ძალიან თვალშისაცემია.
“საბრძოლო განწყობა აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა უკვე ძლიერ შეირყა”, — თქვა მან.
ლიზა იასკოს თქმით, საჭიროა ბრძოლა სააკაშვილის გასათავისუფლებლად, მაგრამ როგორ, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
“მე სულ მეკითხებიან, რა ხდება, სად ჩამოვიდნენ, როგორ დაუჭირონ მხარი, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია, ქართველების. უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რისიც გჯერათ”, – თქვა ლიზა იასკომ.