ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ.
„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების- სამსახურში. ასე რომ, 8 ადამიანია, სავარაუდოდ, ნანგრევებში“,- ამბობს ლელა სურმანიძე.
მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-7 სართულზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, „აქედან გამომდინარე, 12 ოჯახია ჩამონგრეული.“
დღეს, 8 ოქრომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 15 საცხოვრებელი ბინა. 14:48 საათისთვის ნანგრევებიდან არცერთი ადამიანი არ ჰყავთ ამოყვანილი. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.
ნანგრევებიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადამიანის ხმა ისმის, რომელიც დახმარებას ითხოვს.