ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან აზერბაიჯანშიც იწყება

7 ოქტომბერი, 2021 • 827
სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან აზერბაიჯანშიც იწყება

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ მოზარდთა Pfizer-ით აცრის ოფიციალური ნებართვიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები მშობლების თანხმობითა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში აცრან.

აზერბაიჯანში 16-18 წლამდე მოქალაქეების აცრაც ასევე მშობლების თანხმობით ტარდება.

საქართველოში 12-15 წლის ბავშვების აცრა დასაშვები მხოლოდ ქრონიკული დაავადების შემთხვევაშია. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი და იმუნიზაციის საბჭოს ერთობლივი სხდომაზე დღეს, 7 ოქტომბერს მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი