თბილისში 14-მა ბაგა-ბაღმა კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დროებით ფუნქციონირება შეაჩერა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს.
ბაღებს შორის, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დაიხურა, არის თბილისის მე-100, 72-ე, 145-ე,45-ე, 75-ე, 86-ე, 186-ე, მე-15, 173-ე, 38-ე, მე-10, 74-ე, 53-3 და 135-ე საბავშვო ბაღებია.
ბაღების სააგენტოს თქმით, აღნიშნული დაწესებულებები 18 ოქტომბერს გაიხნება.
თბილისის ბაგა ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს განახლდა.