ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ფეისბუკზე გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ხანძარი 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ნეტგაზეთის ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.