ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ერგნეთთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

5 ოქტომბერი, 2021 • 1587
სუს-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ერგნეთთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის თქმით, რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების მომენტიდან “ცხელი ხაზი” გააქტიურდა, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

სუს-ის თქმით, უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით:

“ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოებოს გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას” ,- აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი