ახალი ამბები

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მხოლოდ ვაქცინირებულ, გატესტილ ან კოვიდგადატანილ პირებს დაუშვებენ

5 ოქტომბერი, 2021 • 1212
საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მხოლოდ ვაქცინირებულ, გატესტილ ან კოვიდგადატანილ პირებს დაუშვებენ

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე, რომელიც 9 ოქტომბერს ბათუმი არენაზე უნდა გაიმართოს, მხოლოდ ვაქცინირებულ ან კორონავირუსზე გატესტილ მაყურებელს დაუშვებენ.

აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.

“9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%-ის დასწრება, ოღონდ ერთი პირობით:

მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა”, — დასძინა მან.

NCDC-ის თანახმად, 5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 826 786 აცრა. სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 34.9%. სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 29.3 %.

4 ოქტომბერს აიცრა 8 106 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი