ახალი ამბები

სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულ ცომაიას პატიმრობა შეეფარდა

4 ოქტომბერი, 2021 • 808
სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულ ცომაიას პატიმრობა შეეფარდა

სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულ ცომაიას პატიმრობა შეეფარდა.

მოქალაქე ელგუჯა ცომაიას, რომელსაც ბრალად მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის დაფარვა ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ცომაია დაეხმარა სააკაშვილს საქართველოში შემოსვლაში და ექსპრეზიდენტს დაუთმო მის საკუთრებაში არსებული ბინა.

სასამართლო სხდომა დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართა. ცომაიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. მისი ადვოკატები, მათ შორის, ბექა ბასილაია ამბობენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი დამნაშავის დაფარვის მუხლს საერთოდ არ ითვალისწინებს და ის, რომ ბრალდებულმა პოლიციას არ შეატყობინა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესახებ, დანაშაულის შეუტყობინებლობას არ ნიშნავს.

ამის საპირისპიროდ, პროკურორი ლევან ვეფხვაძე დასძენს, რომ აღნიშნული მუხლი ( 357-ე) მხოლოდ დანაშაულის დაფარვას არ გულისხმობს, არამედ მიმართულია მართლმჯასულების ხელშეწყობისკენ.

ის ამბობს, რომ ამ მუხლით საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები ვალდებულები არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან და თუ იციან, შეატყობინონ, სად არის ძებნილი.

ამ შემთხვევაში კი, პროკურორის თქმით, ცომაიამ არათუ არ შეატყობინა, არამედ შეიფარა კიდეც. დაცვის მხარე ბრალდებულის პროცესიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი