ახალი ამბები

წაიყვანს თუ არა კვლავ სანაია “სპეციალურ რეპორტაჟს”?

1 თებერვალი, 2010 • 15148
წაიყვანს თუ არა კვლავ სანაია “სპეციალურ რეპორტაჟს”?

“ვახო სანაია არ წასულა გადაცემიდან” – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟის” პროდიუსერმა ირმა ლორიამ ნეტგაზეთთან 1 თებერვალს.

ინტერნეტის საშუალებით  რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟი”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადის, დატოვა გადაცემის წამყვანმა ვახო სანაიამ.

30 იანვარის გადაცემას ვახო სანაიას ნაცვლად კი უძღვებოდა ჟურნალისტი ნათია კობერიძე.

ირმა ლორიას განცხადებით შაბათს გადაცემას კვლავ ვახო სანაია წაიყვანს. კითხვაზე, რატომ არ წაიყვანა გადაცემა 30 იანვარს სანაიმა, ლორიამ განაცხადა, რომ ეს სანაიას უნდა ვკითხოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი