ახალი ამბები

ლაგოდეხის სოფელ კაბალში, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

4 ოქტომბერი, 2021 • 647
ლაგოდეხის სოფელ კაბალში, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს, რომელთაგან ერთი აფეთქდა.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი