ახალი ამბები

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება

3 ოქტომბერი, 2021 • 2208
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იგეგმება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება.

აქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მათ შორის, თავად მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში აანონსებენ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, სად და რა გარემოებებში შემოაღწია საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული ორი გამამტყუნებელი განაჩენის გამო.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი