ახალი ამბები

ვინ არის საქართველოში და ვინ არა, ამას დრო გვიჩვენებს – ვაშაძე

1 ოქტომბერი, 2021 • 878
ვინ არის საქართველოში და ვინ არა, ამას დრო გვიჩვენებს – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იმას, თუ ვინ არის საქართველოში, დრო აჩვენებს. ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე მარჩიელობა არ შეიძლება და ყველაფერი რამდენიმე საათში გაირკვევა.

“ვინ არის საქართველოში, ვინ არ არის საქართველოში, ვინ როდის ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამას დრო გვიჩვენებს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ “მესამე ძალას” და “სტრატეგია აღმაშენებელს” აქვს ის რესურსი, რომ შეასრულოს მასტაბილურებლის ფუნქცია ნებისმიერ ვითარებაში[…] ასე… ისე… ეს არასერიოზულია, ხალხო, ასე მსჯელობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდეს ხელისუფლების[…] ჩვენ ხომ სერიოზული ხალხი ვართ, არ შეიძლება ვიმარჩიელოთ, ასე იქნება თუ ის იქნება. რამდენიმე საათში, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბრის დილას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოშია, მოგვიანებით კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი