ახალი ამბები

არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფება სააკაშვილი, ივანიშვილის დამარცხების ამოცანა არ იცვლება – ბოკერია

1 ოქტომბერი, 2021 • 671
არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფება სააკაშვილი, ივანიშვილის დამარცხების ამოცანა არ იცვლება – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, რადგან ოპოზიციის ამოცანა – “ამ არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს”, არ იცვლება.

“მე მინდა ყველას მივმართო, მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ზოგადად ოპოზიციასთან ან სპეციფიკურად მიხეილ სააკაშვილთან. მანდაც დიდი სპექტრია განსხვავებების, იმიტომ, რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია და მრავალფეროვნები არიან ჩვენი ამომრჩევლები. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, გარდა ივანიშვილის რეჟიმის კომიკური ასპექტებისა, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. მოხსნან დღის წესრიგიდან ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბავი, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე და რასაც დღეს ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ეს არის ჩვენი მოწოდება. იქამდე რა პოზიციაც მქონდა მე, იგივე მაქვს დღესაც”, – განაცხადა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბრის დილას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოშია, მოგვიანებით კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი