ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოში არ არის, ნეტა ყოფილიყო – კობახიძე

1 ოქტომბერი, 2021 •
სააკაშვილი საქართველოში არ არის, ნეტა ყოფილიყო – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის.

“რაც შეეხება სააკაშვილს: 1)სააკაშვილი საქართველოში არ არის; 2)ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინწინ, მანამდეც, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ; 3) ნეტა, იყოს ის, ნეტა, ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში ქართული საზოგაოდება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლოუნია სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდება ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით.

კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ. ძალიან ბევრ რამეს ვეყრდნობი და, მე გეუბნებით ძალიან მყარად, ძალიან მარტივი “ფეიკია”, რაც სააკაშვილსგან არავის უკვირს. ეს კლოუნადა ემსახურება იმას, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში სააკაშვილი უფრო მაგარი ბიჭი გამოჩნდეს, ვიდრე მელიაა, ხატია დეკანოიძე და ა.შ.

ნეტა, ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში ეს კლოუნი მოხვდებოდა ციხეში. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ყველას შეუძლია იყოს მშვიდად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბრის დილას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოშია, მოგვიანებით კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი