ახალი ამბები

არ შემოსულა საქართველოში – “ოცნების” დეპუტატი სააკაშვილზე

1 ოქტომბერი, 2021 • 1067
არ შემოსულა საქართველოში – “ოცნების” დეპუტატი სააკაშვილზე

“ქართული ოცნების” წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მის მიერ გავრცელებული განცხადება და ვიდეოები, რომლის მიხედვითაც ის ბათუმშია გადაღებული, “კლოუნადაა”.

“არანაირი ინფორმაცია გარდა იმისა, რომ ეს არის მორიგი კლოუნადა და ის არ შემოსულა საქართველოში. თქვენ ნახეთ? – რომ ნახავთ, მერე ვილაპარაკოთ. მე არ მაქვს ინფორმაცია. რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია. ყველაფერი შეიძლება გააკეთო დღევანდელ დღეს, კლოუნადაა”, – აცხადევს მიქანაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე – რატომ ვერ დააკავეს სააკაშვილი, მიქანაძე პასუხობს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

“იმიტომ, რომ ის საქართველოში არ იმყოფება. ეს არის “ფეიკი”. პოსტის დაწერა ყველას შეუძლია. რეაგირება იქნება ძალიან მარტივი, მყისიერი დაკავება და პენიტენციურში გადაყვანა. თქვენი პარტიული ტელევიზია არვცელებს ცრუ ინფორმაციას. შსს ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე ახორციელს თავის ფუნქციას. ეს არის კლოუნადა, რომელიც არის დადგმული და არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბრის დილას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოშია, მოგვიანებით კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ამის შესახებ სამინისტრომ “ნეტგაზეთს” განუცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი