ახალი ამბები

აგვისტოში ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

30 სექტემბერი, 2021 • 1161
აგვისტოში ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია.

საქსტატის თქმით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი